"საყდრისის მცველები" დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წარმომადგენლის ირაკლი მამალაძის ინფორმაციით, საყდრისის მცველები 17:30 საათზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეიკრიბებიან და სააგენტოსგან იმ დოკუმენტაციის წარმოდგენას მოითხოვენ, რის საფუძველზეც საყდრისი ყაჩაღიანის ობიექტზე მიწის მსხვილმასშტაბიანი სამუშაოიები დაიწყო.
"საყდრისის მცველებმა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან აქციის გამართვის გადაწყვეტილება გუშინ, კულტურის მინისტრთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ დაგეგმეს, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. "საყდრისის მცველები" 2014 წლის 12 დეკემბრის მინისტრისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბრძანებას აპროტესტებენ, რის საფუძველზეც "არემჯი გოლდმა" სამთო მოპოვებითი სამუშაოები საყდრისი-ყაჩაღიანის #1 სალიცენზიო უბანზე განაახლა.