სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა ბრაზილიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, როდესაც ერთამანეთს სამგზავრო ავტობუსი და ბენზინმზიდი შეეჯახა.
ტრაგედია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შტატ პიაუიში მოხდა. ავარიის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. პოლიციელების განცხადებით, ადგილზე მისულებმა ცოცხლად გადარჩენილებს შორის მხოლოდ ავტობუსის მძღოლი და 5 წლის ბავშვი აღმოაჩინეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან მგზავრთა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის. მძღოლის ვარაუდით, მათი რაოდენობა დაახლოებით 45-ს შეადგენდა.