მიმდინარე წელს მსოფლიოში 128 ჟურნალისტი დაიღუპა. მონაცემებს შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია "Press Emblem Campaign" ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველა მათგანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. 9 ჟურნალისტი უკრაინაში დაიღუპა, რომელთა შორის ოთხი რუსია. ღაზას სექტორში ისრაელის მიერ ჩატარებული საომარი ოპერაციების დროს დაღუპულ ჟურნალისტთა რიცხვი მხოლოდ ივლის-აგვისტოს განმავლობაში, 16-ს აღწევს. რაც შეეხება სირიას, იქ 13 ჟურნალისტი დაიღუპა, მათ შორის არიან ისინი, რომლებსაც "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა თავი მოკვეთეს. 12 ჟურნალისტი პაკისტანში დაიღუპა, ათი - ერაყში.
ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად უკვე რამდენიმე წელია რჩებიან: სირია, მექსიკა, ერაყი, სომალი, ბრაზილია, ჰონდურასი, ფილიპინები, ინდოეთი და პალესტინა.