გიორგი მარგველაშვილი თურქმენული ჯიშის ცხენების წარმოდგენას დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი თურქმენული ჯიშის ცხენების წარმოდგენას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მის პატივსაცემად გამართულ, თურქმენული ჯიშის "ახალთექური" ცხენების წარმოდგენას დაესწრო.

გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის საერთაშორისო საცხენოსნო სპორტულ კომპლექსსაც ეწვია და პირადად მოსინჯა შესაძლებლობები მხედრის ამპლუაში.

ქვეყნის პირველი პირი, დელეგაციასთან ერთად,  დაბა ყივჩაღს ესტუმრა, სადაც თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის,  საფარმურატ ნიაზოვის მავზოლეუმი გვირგვინით შეამკო. სახელმწიფოს მეთაურმა საფარმურატ ნიაზოვის სახელობის "თურქმენბაშის სულიერების მეჩეთიც" დაათვალიერა. დაბა ყივჩაღში საქართველოს პრეზიდენტს თურქმენეთის მუფტმა მეკან აკიევმა უმასპინძლა.

InterPressNews.Geგიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო და აშხაბადის მერთან რეჯეპგელდი ნურმამედოვთან ერთად საპატიო სტუმართა ხეივანში წიწვოვანი ხე დარგო.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთის სახელმწიფო კულტურის ცენტრის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.