კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის აზრით, საზოგადოების ნაწილისთვის, მათ შორის, საპატრიარქოსთვის, საყდრისის თაობაზე ინფორმაცია ცალმხრივად იყო მიწოდებული.
თავად გიორგაძე ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან შეხვედრისა და ამ თემაზე ღიად საუბრის მზადყოფნას გამოთქვამს.
"საუბარი იმაზე, რომ ეს პროცესი დამალულად, საიდუმლოდ წარიმართა, მე ვფიქრობ უსაფუძვლოა. დასკვნებში საუბარი იყო იმაზე, რომ არასტაბილურია ობიექტი, იქ პრობლემებია და რღვევას განიცდის. ამას ემატება გეოლოგიური დასკვნები, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული პროცესში", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ამ წუთებში მინისტრი საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებს ხვდება, პარალელურად კი კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.