შეიარაღებული პირი, რომელმაც სიდნეის კაფეში მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა, ირანელი ლტოლვილია

შეიარაღებული პირი, რომელმაც სიდნეის კაფეში მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა, ირანელი ლტოლვილია

BBC-ის ინფორმაციით, ჰარონ მონისს ავსტრალიაში პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ირანელი ლტოლვილი, რომელსაც ყოფილი ადვოკატი ჩაკეტილ ადამიანად მოიხსენიებს, უამრავ ძალადობრივ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. 

შეგახსენებთ, რომ 5-მა მძევალმა ტყვეობას თავი დააღწია, თუმცა კვლავ უცნობია, რამდენი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი შეიარაღებულ პირს, რომელიც კაფეში შეიჭრა. 

ტერორისტმა ფანჯარაზე დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დროშა გამოფინა.