საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ცესკო-ს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ორი ახალი კანდიდატურა წარუდგინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცესკო-ს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-12 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა ნინო თათრულაიძისა და დიმიტრი ჯავახაძის კანდიდატურები წარადგინა.
ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 ნოემბერს წარდგენილ ორ კანდიდატს - ლევან ტურაშვილსა და ზურაბ ხრიკაძეს მხარი არ დაუჭირა, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით პარლამენტს წარედგინა იმავე კონკურსში მონაწილე ორი სხვა კანდიდატურა.
შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში დღეს გაიგზავნა.