მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფის გარანტიებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფის გარანტიებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დღეს მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიებთან (საპენსიო უზრუნველყოფა) დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, შეხვედრა საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ეგიდით ჩატარდა. ჯგუფის წევრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

ჯგუფის წევრებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს, ასევე, კანონპროექტთან დაკავშირებულ ალტერნატიულ წინადადებებზე იმსჯელეს.

შეხვედრის ბოლოს სამუშაო ჯგუფის წევრებმა სამომავლო გეგმები დასახეს.