საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით E3+3 ქვეყნებსა და ირანს შორის გასული თვეების განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებებისას მიღწეულ პროგრესს მიესალმება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს მოლაპარაკებების პროცესს და იმედოვნებს, რომ დაწესებულ ბოლო ვადამდე, მხარეებს შორის ჩარჩო შეთანხმება იქნება მიღწეული.
"ჩვენ ასევე მივესალმებით 2014 წლის 24 ნოემბერს მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ე.წ. ქმედებათა ერთობლივი გეგმის (Joint Plan of Action) 2015 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივების შესახებ და მხარეთა მზადყოფნას, განაგრძონ მუშაობა პოლიტიკური შეთანხმებისა და დარჩენილ ტექნიკურ დეტალებზე თანხმობის მიღწევის მიმართულებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს მოლაპარაკებების პროცესს და იმედოვნებს, რომ დაწესებულ ბოლო ვადამდე, მხარეებს შორის მიღწეულ იქნება ჩარჩო შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის სამოქალაქო ხასიათის უტყუარი გარანტია იქნება. გვჯერა, რომ აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონსა და მსოფლიოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას",-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ჟენევაში ექვსმხრივი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. მხარეებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. მოლაპარაკების თანახმად, ოფიციალური თეირანი ურანის გამდიდრებას მომდევნო ნახევარი წლით შეაჩერებს. ყველა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი ეკონომიკურ სანქციებს შეიმსუბუქებს.
ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და გაეროს გენერალური მდივანი მიესალმნენ. ისრაელის დაზვერვის მინისტრის თქმით კი, შეთანხმება ირანს ბირთვული იარაღის შეთანხმების მიზანთან კიდევ უფრო დააახლოებს.