ვეტერანების პრესკონფერენცია

ვეტერანების პრესკონფერენცია

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმდინარე და ახალი პროექტების მხარდაჭერა იყო  დღეს პრესკლუბ ,,პრიმ ტაიმში’’გამართული ბრიფინგის მთავარი თემა. პრესკონფერენციას მეორე მსოფლიო ომის, აფხაზეთისა  და 2008 წლის აგვისტოს  ომის მონაწილეები დაესწრნენ..

 აფხაზეთის ვეტერანების ერთ-ერთმა მეთაურის -დავით გულუას განცხადებით  უწყებაში ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის შემდეგ ვეტერანების პრობლემების მოსაგვარებლად ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა. ირაკლი შიხიაშვილის ინიციატივით ვეტერნაბის საქმეებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი ხელმძღვანელობის ძალსიხმევით საქართველიოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ადგილობრივ ვეტერანებთან შეხვედრები გაიმართა. უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ჯანრი უბირიამაც. მისი თქმით, ახალმა ხელმძღვანელმა მუშაობა  არსებული სიტუაციის შესწავლით დაიწყო. შეიქმნა უწყების სიტუაციური ანალიზი და სტრატეგია.  მისი განცხადებით, თითოეული ცრუ ბრალდება, რომელიც ამ სამსახურის და მისი ახალი ხელმძღვანელის მიმართ კეთდება ვეტერანების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად უნდა განიხილებოდეს.

,,მივმართავ ყველას ვისაც  ქვეყანა უყვარს დავეხმაროთ სამსახურს განახორციელოს გეგმები, რომელიც თითოეულ ვეტერანს გვეხება"-განაცხადა აფხაზეთის ვეტერანმმა ჯანრი უბირიამ.

ბრიფინგის დასასრულს ვეტერანებმა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს და ნაციონალურ მოძრაობას ვეტერანების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებისგან თავშკავებისკენ მოუწოდეს.