"კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია"

თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგულ ბერდიმუხამედოვის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვერდაზე ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთნხმდნენ.

ბერდიმუხამედოვმა ქართველ კოლეგას და დელეგაციას თურქმენეთში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ნეიტრალიტეტის მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებში წარმატებულად მიმდინარეობს, ურთიერთობები მნიშვნელოვნად და სწრაფად ვითარდება და ეს ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურობას. კავკასიაში სტაბილურობა და მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს პრეზიდენტთან ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნები მხარს დაუჭერენ იმ პოლიტიკას, რომელსაც ვატარებთ. ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხების შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ამ ვიზიტით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში. სატრანსპორტო და ეკონომიკურ სფეროებში ხელშეკრულების გაფორმებით, ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდება. მსოფლიოში არის ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ტერორიზმი და ექსტრემიზმი. ეს რეალური საფრთხეა.ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები და შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც გაღრმავდება. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი რესურსია, ყველა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობა წარმატებული იყოს" - განაცხადა ბერდიმუხამედოვმა.

მისივე თქმით, კასპიის ზღვის აუზის გამოყენება ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად აუცილებელია. 

"აუცილებელია, კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და ამ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ საქართველოში გაიმართება თურქმენეთის კულტურის დღეები, ხოლო თურქმენეთში საქართველოსი. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება განათლების სფეროში. ბათუმში ახლახან გაიხსნა აკადემია და კარგი იქნება ურთიერთობის განვითარება ამ მიმართულებითაც", - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.