2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება" გაცილებით უფრო ძლიერ პოზიციაზე იქნება, ვიდრე დღეს არის, - ასეთ პროგნოზს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აკეთებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლსკი იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომელიც სავარაუდოდ ვადამდელი არჩევნების საკითხს ეხება. დეპუტატის თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ არის ის, რაც მთელი რიგი მიზეზების გათვალისწინებით, დღეს ქვეყანას გამოადგება. როგორც ამასთან დაკავშირებით ვოლსკი აცხადებს, დიდი ხანია არსებობს ზოგადი საუბარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის არსებული შემადგენლობა საზოგადოების განწყობას არ გამოხატავს, თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ სჭირდება.