“არცერთი საერთაშორისო მოთამაშე რუსეთთან ფორმატის გადახედვის ან გაუქმებისკენ არ მოგვიწოდებს”

“არცერთი საერთაშორისო მოთამაშე რუსეთთან ფორმატის გადახედვის ან გაუქმებისკენ არ მოგვიწოდებს”

ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქარძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანის ჯენ ფსაკის განცხადებას.

ფსაკის განცხადებით, აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულებრივ აღარ გააგრძელონ.

„ჩვენი პოზიცია, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით, სრულ თანხვედრაშია და  არ არის საერთაშორისო მოთამაშე, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს მოუწოდებს არსებული მოლაპარაკების ფორმატის გადახედვის ან გაუქმებისკენ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.