გიორგი ოქროპირიძე:    21-ე საუკუნის ტყვე ვარ

გიორგი ოქროპირიძე: 21-ე საუკუნის ტყვე ვარ

„21-ე საუკუნის ტყვე ვარ", - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ განაცხადა.

წინასასამართლო სხდომაზე ოქროპირიძემ განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მასთან ერთად ამ საქმეში ბრალდებული ვლადიმერ ბერძენიშვილის საწინააღმდეგო ჩვენება იძულებით დააწერინეს.

ოქროპირიძის თქმით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მახარაძე ჭიკაიძის ნათესავმა მოკლა, ბრალი ოქროპირიძეს წაუყენეს.

ამასთან, ოქროპირიძემ აღნიშნა, რომ მას ბათუმში ციხეში სასტიკად ეპყრობიან, „რათა გატეხონ, თუმცა მზად არის სიმართლისთვის თავი შეაკლას".

„ვლოცულობ და ვვარჯიშობ, ძლიერი რომ ვარ, ეს მაძლებინებს, მე ვარ ტყვე. ლაშა მახარაძე როგორ უნდა მომეკლა, მისი ძმის საფლავს ვუვლიდი, ახლა პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ ძმათა შორის სიბინძურე დათესოს. გიორგი ანდრიაძე, ვითომ ირიბი მოწმე რომ ჰყავთ და ბერძენიშვილი, ვითომ პირდაპირი მოწმეა, მითვლიან, რომ ჩვენებები, რომელიც საქმეში დევს, მათი დაწერილი არ არის", - განაცხადა ოქროპირიძემ.

ოქროპირიძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიციის მაღალჩინოსანმა შეკერა, თუმცა, ჯერ სახელის და გვარის თქმას არ აპირებს.