როგორც საგარეო საქმმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, „ეს არ არის კიდევ ერთი „ხელშეკრულება“, რომელზეც რუსეთის ფედერაცია საუბრობს, არამედ ეს რეგიონში სიტუაციას ფუნდამენტრურად ცვლის“.
ბერუჩაშვილის განცხადებით, ეს არის გამოწვევა უსაფრთოების კუთხით არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
მინისტრის განცხადებით, საგარეო უწყება მუშაობს ყველა პარტნიორთან როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ეს მუშაობა დაწყებული იყო მანამდე, ვიდრე აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულება გაფორმდებოდა. ჩვენი პრიორიტეტია, რომ მოვიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალურად დეტალურად ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებს, რომ „ეს არ არის კიდევ ერთი „ხელშეკრულება“, რომელზეც რუსეთის ფედერაცია საუბრობს, არამედ ეს რეგიონში სიტუაციას ფუნდამენტრურად ცვლის. ეს არის გამოწვევა უსაფრთოების კუთხით არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ამ თემაზე მიდის დიალოგი ყველა დონეზე და ყველა შეხვედრის დროს ეს საკითხი დღის წესრიგშია“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა და დასძინა, რომ საგარეო უწყება აღმნიშნულ თემაზე სპეციალური კონფერენციის მოწყობას გეგმავს.