ფლორიდის შტატის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. ვაშინგტონ პოსტის " წყაროს ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ძმამ გადაწყვეტილება ფაქტობრივად უკვე მიიღო და მან "რესპუბლიკური პარტიის" მსხვილ დონორებს ელექტრონული წერილები გაუგზავნა, სადაც მან ფაქტობრივად ღიად მიანიშნა, რო უახლოეს პერიოდში მას მათი ფინანსური დახმარება დასჭირდეს.
გაზეთის ინფორმაციით, ამ წერილის პარალელურად ბუშის მომხრეები "რესპუბლიკელების" სპონსორებთან უვე მუშაობენ იმაზე, რომ 2016-ი წლის საპრეზიდენტო მარათონისთვის მათ სახსრები არ მისცენ ასევე "რესპუბლიკელების" სავარაუდო კანდიდატს ნიუჯერსის გუბერნატორს კრის კრისტის. გაზეთის ინფორმაციით, ბუშის მრჩეველმა მაიკლმერფიმ უკვე გამართა მოლაპარაკებები პოლიტექნოლოგებთან, რომელებიც გააფრთხილა, რომ მათ არ იმუშავონ სხვა კანდიდატებთან,რადგან ისინი ბუშს საარჩევნო შტაბში დასჭირდება. თავად ექსგუბერნატორი, რომელიც ბოლო რვა წელია ბიზნესით არის დაკავებული ცდილობს თავისი ფინანსები და თანხები სატრასტო კომპანიებს გადასცეს. აღსანიშნავია ის ,რომ 61-ი წლის ბუში, რომელიც სიმსუქნით გამოირჩეოდა ბოლო პერიოდია ფიტნესით არის დაკავებული და მას საკუტარი ინსტრუქტორიც ჰყავს და მან 7-ი კილო დაიკლო. "ვაშინგტონ პოსტის" ონფორმაციით, ბუშების "კლანი", რომელშიც ქვეყნის 41-ე და 50-ე პრეზიდნეტები შედიან, უკვე მზად არის კიდევ ერთხელ იბრძოლოს თეთრი სახლისთვის. გამოცმემის ინფორმაციით , ცოტახნის წინ, ბუშის შვილმა, ჯორჯს პრესკოტ ბუშმა განაცხადა, რომ მამამისს მთელი ოჯახი 100%-იან მხარდაჭერას გამოუცხადებს. "ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, იმ შემთხვევაში ტუ ბუში გადაწყვეტილების შესახებ იანვარში გამოაცხადებს, ან სულ მცირე საკუტარი შანსების შესწავლის კომიეტეტს შექმნის, ის უფრო მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება, ვიდრე მისი კონკურენტები პარტიიდან. გაზეთის ინფორმაციით, ბრძოლა საარჩევნო თანხებისთვის უკვე დაწყებულია .