პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების მდუმარე აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების მდუმარე აქცია მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების მდუმარე აქცია, სახელწოდებით "შეჩერდით" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კულტურული ძეგლის დაცვა. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების თქმით, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას უნდა მიმართოს გარკვეული რეკომენდაციებით. ასევე ადმინისტრაციასთან შეკრებილების მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტმა შექმნას კომისია, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხს შეისწავლის და მასში სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები შევლენ.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ პროცესების დარეგულირებაში საქართველოს პრეზიდენტმა აქტიურ მონაწილეობა უნდა მიიღოს და ისინი მარგველაშვილისგან პრევენციის მექანიზმებსაც ითხოვენ, რათა საყდრისის საბადო სრულად არ განადგურდეს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამჟამად თურქმენეთში ვიზიტით იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი თბილისში 15 დეკემბერს დაბრუნდება.