ევროინტეგრაციის მინისტრი ხვალ ორი წლის ანგარიშისა და მომავალი წლის პრიორიტეტების პრეზენტაციას გამართავს

ევროინტეგრაციის მინისტრი ხვალ ორი წლის ანგარიშისა და მომავალი წლის პრიორიტეტების პრეზენტაციას გამართავს

პროგრამის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ხვალ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აპარატის საქმიანობის ორი წლის ანგარიშისა და მომავალი წლის პრიორიტეტების პრეზენტაციას გამართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე ცენტრის საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.