არც იმ მთავრობაში, არც ამ მთავრობაში საქართველოს კულტურის ძეგლებს არავინ იცავს განადგურებისგან, -ამის შესახებ "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს. სალომე ზურაბიშვილი საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და დღევანდელ დღეს გლოვის დღეს უწოდებს.
"საყრდისი ააფეთქეს!!!!!!!!!! დუმს (და არაფერი უღონია) ახალი და "სიმპატიური" (ასე ამბობენ მასზე და რა შუაშია ვერ გავიგე) კულტურის მინისტრი, დუმს მთავრობა და ზოგი გვიმტკიცებს რომ ასე იყო საჭირო! დუმს ქართული კულტურული ელიტა (მაგრამ არსებობს კი ?)
ასევე "თავისით" განადგურდა ბაგრატი, "გადუბაიდდა" ბათუმი, ასევე შენდება "თურქმენული" სასახელე შუა რუსთაველზე ..... არც იმ მთავრობაში, არც ამ მთავრობაში საქართველოს კულტურის ძეგლებს არავინ იცავს განადგურებიდან....თუ პირიქით არ ემსახურებიან ამ ტოტალურ განადგურებას..... სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ მე არ ვიცი სხვა ქვეყანა (და 138 მაქვს ჩემი თვალით დათვალირებული) რომელიც ასე გულმოდგინეთ ანადგურებდეს თავის წარსულს და ცივილიზაციას .... არ მინახავს მაგრამ ერთი ვიცი ავღანეთი, სადაც ბამიანის ქანდაკებები ასევე ააფეთქეს.... ძეგლის აფეთქება თალიბნების საქმეა!
რის მერე გახდა ეს ქართული ქცევის სტილი? როდის გავთალიბანდით? და ვინ აგებს პასუხს მომავალ თაობების წინაშე ჩვენი კულტურის წაშლისთვის?
მაშ დღევანდელი დღე გამოვაცხადოთ საქართველოს კულტურის გარდაცვალების დღეთ და ვიგლოვოთ .... სხვა რომ აღარ გვექბნება ამ დღით გავიხსენებთ რომ გვქონდა ! 14 დეკემბერი 2014 ...", -წერს სალომე ზურაბიშვილი.
კომპანია "არემჯიმ" საყდრის-ყაჩაღიანის #1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები გუშინ განაახლა, რასაც საპროტესტო აქციბი მოჰყვა.