პოროშენკომ უკრაინელ ძალოვანებს, საშობაოდ, დონბასში მძევლად მყოფი 600 ადამიანის გათავისუფლება მოსთხოვა

პოროშენკომ უკრაინელ ძალოვანებს, საშობაოდ, დონბასში მძევლად მყოფი 600 ადამიანის გათავისუფლება მოსთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს დღეს, დონბასში პრორუს სეპარატისტებთან მყოფი მძევლების საჩქაროდ გათავისუფლება და მათი შობის დღესასწაულამდე სახლში დაბრუნება მოსთხოვა. ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.

პეტრო პოროშენკო აუცილებლად მიიჩნევს მძევლების გათავისუფლების საქმეში აქტიური მუშაობის განხორციელებას.

"მოვითხოვ მკაფიო, კოორდინირებულ მუშაობას უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ჩვენების სახლებში დროულად დასაბრუნებლად. ამოცანა ასეთია, რომ საშობაოდ ყველა, ვინც სიაშია, მათი რაოდენობა კი 600-ს შეადგენს, სახლებში უნდა დაბრუნდნენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანვე უშიშროების საბჭოს დიდი ძალისხმევის გამოჩენისკენ მოუწოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად.