მერაბ ტურავას ხვალ საპარლამენტო კომიტეტებში მოუსმენენ

მერაბ ტურავას ხვალ საპარლამენტო კომიტეტებში მოუსმენენ

მომავალ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილ მერაბ ტურავას პარლამენტში კიდევ ერთხელ მოუსმენენ.

ხვალ ტურავასთან შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გაიმართება. 16 დეკემბერს მის მიწვევას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გეგმავს.

ტურავას კანდიდატურა ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. ფრაქციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა არჩევის შემთხვევაში, დამოუკიდებელი, ობიექტური, მიუკერძოებელი, პრინციპული გადაწყვეტილებების მიღების პირობა დადო.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ადგილი წელიწადნახევარზე მეტია, რაც ვაკანტურია და ამით პარლამენტის მხრიდან ირღვევა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონი და კონსტიტუცია.