„აქედან მინდა მივმართო გივია თარგამაძეს - შენ ხარ უსინდისო ადამიანი“

„აქედან მინდა მივმართო გივია თარგამაძეს - შენ ხარ უსინდისო ადამიანი“

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

გივი თარგამაძის მიერ კორუფციულ სქემებში თამაზაშვილის მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, პრემიერ-მინისტრის სიმამარი პირველ სატელევიზიო კომენტარს გადაცემა „იმედის კვირაში“ აკეთებს.

„აქედან მინდა მივმართო გივია თარგამაძეს - შენ ხარ უსინდისო ადამიანი, ასეთ ტყუილებს, რომ იძახი. უსინდისო და უნამუსო ადამიანი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ამასთან, თამაზ თამაზაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოცემული გაზეთით გავრცელებულ ინფორმაციასაც ტყუილს უწოდებს.

„მე ვნახე იმ გაზეთში ჩამოწერილია, რომ ვითომ მე და ჩემი მძახალი ტარიელ ღარიბაშვილი, ვითომ რაღაც სამსახურებში ვნიშნავთ ხალხს. არავის არ ვნიშნავთ, ეგ არის ტყუილი", - აცხადებს თამაზაშვილი.