კასპში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა მოხდა

კასპში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა მოხდა

კასპის რაიონში ურთიერთშელაპარაკების დროს მამაკაცი მოკლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს ხანში გაავრცელებს.