მომავალ კვირას პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობას დაასრულებს. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს – 19 დეკემბერისთვის უნდა დაიხუროს.
მომავალი კვირა არასასესიოა. სწორედ ამიტომ, პარლამენტის თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვა მოუწევს. ბიუროს სხდომებზე აღინიშნა კიდეც, დეკემბრის ბოლომდე რიგგარეშე სხდომების გამართვლის თაობაზე.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მიიღებს.