ძალიან არ მიყვარს, ჩემი პოლიტიკური მეხსიერებიდან გამომდინარე, ამბების შეხსენება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედზე", საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" საუბრისას განაცხადა. გადაცემის წამყვანმა სტუმარს, "რესპუბლიკელების" მომავალთან დაკავშირებით, უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ხედვა შეახსენა, რაზეც თინა ხიდაშელმა უპასუხა, რომ აღნიშნულ ინტერვიუზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს, რადგან ძალიან კარგი პოლიტიკური მეხსიერება აქვს.
"მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ვიკავებ მის ამ ინტერვიუზე პასუხის გაცემისგან, რადგან ძალიან კარგი პოლიტიკური მეხსიერება მაქვს და ძალიან არ მიყვარს, ჩემი პოლიტიკური მეხსიერებიდან გამომდინარე, ამბების შეხსენება. საზოგადოებას ასევე კარგი მეხსიერება აქვს, არა მხოლოდ ჩვენ. ჩემთვის ბევრი რამ მახსოვს. ეს მუდამ მემახსოვრება, მაგრამ ვუფრთხილდები ურთიერთობებს იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც მზად არიან, ემოციურ ფონზე რაღაც ისეთი თქვან, რაც საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, მათვე დააზარალებთ", - განაცხადა ხიდაშელმა.