აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რუსეთთან საქმიანი ურთიერთობები უწინდებურად აღარ გააგრძელონ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ რუსეთის დელეგაციის ინდოეთში ვიზიტისა და იქ რიგი საქმიანი კონტრაქტების გაფორმების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომ არ აწარმოონ რუსეთთან ბიზნესურთიერთობები ძველებურად, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ვაგრძელებთ ამის მონიტორინგს. ბუნებრივია, არ ვიცნობთ ყველა კონტრაქტის სპეციფიკას, ობიექტური მიზეზების გამო", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.