ჯენ ფსაკი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისთვის საუკეთესო დახმარების ვარიანტებს ეძებს

ჯენ ფსაკი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისთვის საუკეთესო დახმარების ვარიანტებს ეძებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისთვის საუკეთესო დახმარების ვარიანტებს ეძებს, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინაში არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების ძიებაზეა ორიენტირებული. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. 

"ვითარება ძალიან არასტაბილურია და შეშფოთებული ვართ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მდგომარეობით. მაგრამ ვაგრძელებთ გზების ძიებას, თუ რა გზით დავეხმარებით უკრაინას უფრო მეტად", - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა რუსეთის რეაქციაზე, რომელმაც სენატის მიერ უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტის მიღებას კონფრონტაციული უწოდა. 
"უმჯობესია, ტერმინი "კონფრონტაცია" იმ ფაქტებთან დაკავშირებით გამოიყენონ, რომელიც გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, საავტომობილო კოლონებისა და შეიარაღებული სეპარატისტების გადაადგილების ჩათვლით", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.