ევროპარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს განახორციელებს. შეთანხმების რატიფიცირების საკითხი შეტანილია 15-21 დეკემბრის სესიის დღის წესრიგში.
ევროპარლამენტარები ასევე მიიღებენ რეზოლუციას, რომელშიც აღნიშნული იქნება მათი შეხედულებები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებზე.
დეპუტატები დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას რუსეთთან მიმართებაში. ევროპარლამენტმა უკრაინასა და მოლდოვასთან შეთანხმების რატიფიცირება უკვე განახორციელა.