ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩევლის განცხადებით საქართველოში პოლიტიკა დღესაც ბიძინა ივანშვილის ნიშნით მიდის, მიუხედავად იმისა ეს მისი არჩევანია თუ არა. გია ხუხაშვილის განცხადებით, დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად დგას მის ავტორიტეტზე.
ექსპერტი "ახალ თაობასთან" ინტერვიუში კომენტარს აკეთებს თემაზე - მოსალოდნელია თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება " ივანიშვილის მობრუნება მოხდება, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ მან ჩათვალა, რომ ხელსუფლებამ ამოწურა ყველა რესურსი, რომ რაღაც პოზიტივი მოუტანოს ამ ქვეყანას. ივანიშვილს ეს ნათქვამი აქვს თავის დროზე, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ გახდეს საჭირო. მაგრამ თუ რაღაც ფორსმაჟორი მოხდა ის მზად არის ეს ნაბიჯი გადადგას",-ახადებს ხუხაშვილი "ახალ თაობასთან" საუბარში