ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე "ალიასთან" ინტერვიუში კომენტარს აკეთებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი. ზურაბ აბაშიძის განცხადებით ცვლილებები მიანიშნებს, იმაზე რომ ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური კრიზისია, ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს, რომ მომავალში სხვებმაც დატოვონ თანამდებობები , მისსთვის უცნობია გათავისუფლების მიზეზი კლანური დაპირისპირება გახდა თუ ბიზნეს წილების გადანაწილება , თუმცა განმარტავს, რომ პრემიერი სუსტი რგოლი აღმოჩნდა.
"ღარიბაიშვილთან დაახლოებული პირები ტოვებენ თანამდებობებს, თითქოს თავიანთი ნებით მიდიან, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ემსახურება მისი ძალაუფლების შესუსტებას. რამდენიმე დღე პრემიერი დუმდა, ხოლო პრესკონფერენციაზე მისი განცხადებები დამაჯერებლად არ ჩანდა, ახლა მთავარია გაირკვეს, ამ ადამიანების წასვლის მიზეზი. პირადად მე არ ვიცი ეს არის კლანური დაპირისპირება, ბიზნეს გადანაწილებები სქემებთან დაკავშირებული თუ გავლენის სფეროების გაძლიერების მცდელობა და ამ მიმართულებით ღარიბაშვილის შესუსტება. არ გამოვრიცხავ რომ მომავალში სხვებმაც დატოვონ თანამდებობები, სამწუხაროდ დღეს ღარიბაშვილი სუსტი რგოლი აღმოჩნდა, როგორც მთავრობის თავმჯდომარე და პრემიერ მინისტრი",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ "ალიასთან" საუბარში