სოფლებში ყველაზე მდიდარ ადამიანად დღეს პენსიონერი ითვლება და ეს ჩვენი სირცხვილია, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ "რეაქციის" ეთერში განაცხადა.
აქედან გამომდინარე, კალაძის თქმით, უფრო მეტია გასაკეთებელი და ამისთვის მთავრობა ბევრს მუშაობს.
"თუ ქვეყანა ეკონომიკურად არ გაძლიერდა და ფეხზე არ დადგა, წარმოუდგენელია თუნდაც სამუშაო ადგილების შექმნა. ძალიან კარგად ვიცი, რა პირობებში უწევს ცხოვრება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობის გაუარესება 2012 წლიდან ნამდვიად არ დაწყებულა. ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ 9 წლიან პერიოდს. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის უხერხულია სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის ხსენება, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებზე უნდა ვესაუბროთ. თუნდაც იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ 2 წლის განმავლობაში გააკეთა. პენსია 10 ლარით არ მომატებულა. როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, 50 ლარით მოიმატა, შემწეობა გაორმაგდა და ეს არ შეჩერებულა და არც შეჩერდება", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნოდ რა პირობაც მისცა მოსახლეობას, ეტაპობრივად შესრულდება.