ნოდარ ხადური არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობდა, როცა ცალ-ცალი  ახსენა

ნოდარ ხადური არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობდა, როცა ცალ-ცალი ახსენა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობდა, როცა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებაში ზოგიერთი ცალ-ცალი "კალოშით" მოვიდა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ადამიანები სხდომაზე დეპუტატმა თინა ხიდაშელმა დაასახელა.

"მე ვთქვი, როცა "კალოშები" აღვნიშნე, რომ კორუფციული გარიგებები მოიკითხონ იქ, სადაც ძალიან ბევრი მივიდა ცალ-ცალი "კალოშით". ეს ნოდარ დუმბაძის სიტყვებია. არც ერთი კონკრეტული გვარი არ მითქვამს, მაგრამ ეს ჩემმა კოლეგა თინა ხიდაშელმა თქვა. ამას არც უნდა ბევრი გვარების დასახელება, რადგან კარგად იციან "ნაციონალურ მოძრაობაში", რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე დღეს სერიზოული გამოძიებები მიმდინარეობს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.