საკადრო ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ ჩვენ უკეთესად ვიმუშავოთ, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
იგი გამოეხმაურა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, რომლებიც უკეთესობისკენ სწრაფვად შეაფასა.
"საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის განპირობებული იმით, რომ ჩვენ უკეთესად ვიმუშავოთ. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის სწრაფვა უკეთესობისკენ", - აღნიშნა კახა კალაძემ.