დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშნა.
“გიორგი ზედელაშვილის პროფესიული გამოცდილება საბჭოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. შეგახსენებთ, გიორგი ზედელაშვილი 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2013 წლის თებერვლიდან-ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი იყო. მან სამსახური 1994 წელს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რაიონული განყოფილების ოპერატიული თანამშრომლად დაიწყო და მას შემდეგ სამსახურეობრივი იერარქიის ყველა საფეხური გაიარა“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნმა დავით სუჯაშვილმა.