"მალე შეიძლება ბერა დაბრუნდეს საქართველოში ან კალაძის კლანს რამე ეშველოს"

შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ხელს ხედავს, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე. დეპუტატის განცხადებით დარღვევებში ბრალდებული ჩინოვნიკების თანამდებობიდან მხოლოდ მოსხნა მიუღებელია რადგან მათ ქმედებებში გარკვეული დანაშულებები იკვეთება.

 "ამ ყველაფერს უხილავი ხელი ახორციელებს შუშის სასახლიდან, სოლოლაკიდან, და რაც შეეხება თანამდებობიდან წასულ ადამიანებს, მათთტან ჩვენ გვქონდა კონკრეტული პრეტენზიები, რომელიც უკავშირდებოდა გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს და გარკვეულ თანხებთან იყო ეს დაკავშირებული და ასეულ მილიონ ლარზეა საუბარი, ვიღაცეები ასე უბრალოდ გააცილონ, მოხსნან და აეროპორტში ვარსკვლავი გაუხსნან, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ და ნათელი უნდა გახდეს, თუ რისთვის ხდება ეს ყველაფერი. კახელებთან კი არ გვაქვს ზოგადად პრობლემა, ან რომელიმე რაიონის და გვარის წარმომადგენელთან. აქ საუბარი იყო კლანურ მმართველობასთან. რაც შეეხება ვის ვისით ანაცვლებს, ეს კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. მალე შიეძლება ბერა დაბრუნდეს საქართველოში ან კალაძის კლანს რამე ეშველოს. უკვე „გადადიოდა კლანიდან კლანში“ პროცესს ვუყურებთ, რომელსაც მართავს ბრძენი ადამიანი სოლოლაკიდან,“-ამბობს ხაჩიძე.