გაერო-ს განვითარების პროგრამამ და კომპანია ACT-მ საქართველოთ მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართეს.
კვლევა განხორციელდა კომპანია ACT-ს მიერ, გაერო-ს განვითარების პროგრამების - "რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" პროექტის ფარგლებში.
პროექტის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო. აღმასრულებელი პარტნიორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, პროექტი მხარს უჭერს ეფექტური რეგიონული და ადგილობრივი სისტემების შექმნას, რომლებიც ჩართულობის პრინციპით მართავენ და განახორციელებენ რეგიონულ და ადგილობრივ განვითარებას, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მუნიციპალური და საერთაშორისო დონორების ბიუჯეტებით.
კვლევა თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა, სულ გამოიკითხა 3 400 ადამიანი. მოსახლეობის კმაყოფილება ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მიმართ არის 52%, 51% კი ადგილობრივ თვითმმართველობებს ენდობა. მოსახლეობის ნახევარი ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობა ეფექტურია, ნახევარი კი ფიქრობს, რომ - არა.
გარდა ამისა, კვლევის ავტორები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ შედეგს, რომელიც გულისხმობს, რომ მოსახლეობა არის პასიური საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კერძოდ, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, გამოკითხულთა 87%-მა განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არანაირ სოციალურ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა. მოსახლეობის მხოლოდ მეხუთედს მიუმართავს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის აზრი. თუმცა როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობა გარკვეული პროექტის განუხორციელებაში ბრალს დებს ნაკლებ ბიუჯეტს და არა ადგილობრივ თვითმმართველობას.
რაც შეეხება საკომუნიკაციო სისტემებს, როგორც კვლევაშია აღნიშნული კანალიზაცია მხოლოდ გამოკითხულთა ნახევარს აქვს. ქალაქების 93%-სთვის სასმელი წყალი ხელმისაწვდომია, სასმელი წყალი სოფლებისთვის ხელმისაწვდომია 40%-ში და 40%-იდან მესამედი აცხადებს, რომ ეს წყალი უვარგისია.
ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით გამოკითხულთა მესამედი გამოთქვამს უკამაყოფილებას და ეს უკმაყოფილება ძირითადად ეხება ფასს და ხელმისაწვდომობას. გამოკითხულთა 85% თვლის, რომ უსაფრთხოდ არის. ასევე კვლევის თანახმად პრობლემები გამოიკვეთა საავტმობილო გზებთან დაკავშირებით, სკოლებისადმი ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, გაზის, განათებისა და სხვა პრობლემები.
საზოგადოებრივი მომსახურების კმაყოფილების დონის კვლევა 2013 წელს ჩატარდა.