დღეს 105 ახალი საწარმოს პრეზენტაცია გაიმართა

დღეს 105 ახალი საწარმოს პრეზენტაცია გაიმართა

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში 580 საწარმოს გადაიარაღება მოხდა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას აგრძელებს და ამ მიზნით ასობით მილიონი ლარის ღირებულების კრედიტია გაცემული.

„დაფინანსებულია ძალიან ბევრი საწარმო, მათ შორის 580 არის გადაიარაღებული, 86 ახალი საწარმოა. საერთო ჯამში კი 105 საწარმო დაფინანსდა და 10 100-ზე მეტი სამუშაო ადგილია მობილიზებული ამ პროექტების ფარგლებში. სამინისტრო ბუნებრივია, ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას, ვახორციელებთ ახალ ცვლილებებს, რომელიც ნაწილობრივ უკვე შესულია ძალაში და დიდი ნაწილი პირველი იანვრიდან ამოქმედდება“, - განაცხადა დანელიამ.

პრეზენტაციას პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.