პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საკადრო ცვლილებები, რომელიც მთავრობაში მიმდინარეობს, ჩვეულებრივი პროცესია.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებების პროცესში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა მისთვის უცნობია, რადგან ამ პროცესებს პრემიერ-მინისტრიც გაწვდება.
,,რაც ხდება, ჩვეულებრი პროცესია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში მიმდინარეობს. წლის განმავლობაში ამდენი ადამიანი ჩვეულებრივად უნდა იცვლებოდეს და რაიმე განსაკუთრებული აქ არ არის. ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა როგორია, ჩემთვის უცნობია. არ მგონია, რომ მოადგილეების და დეპარტამენტების ხელმძღვანელების მოსახსნელად საჭირო იყოს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი. ამას პრემიერ-მინისტრიც გაწვდება. საქართველოს პარლამენტი ამ პროცესებზე არ აღელდება, ვიდრე არ შეეხება მინისტრების იმ რაოდენობას, რასაც ნდობის გამოცხადება სჭირდება", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.