ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბრუნდება. იგი ამ თანამდებობაზე თემურ მღებრიშვილს შეცვლის.
როგორც "ინტერპრენიუსისთვის" გახდა ცნობილი, მასთან ამ თემაზე კონსულტაციები დაწყებულია და აღნიშნულ თანამდებობას სავარაუდოდ, უახლოეს ორ დღეში დაიკავებს. "ინტერპრესნიუსი" ანზორ ჩუბინიძეს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მის შესაძლო დაბრუნებას არ გამორიცხავს.
"ჯერ დანიშნული არ ვარ და ვერაფერს დავადასტურებ. მთავარია, არსებობდეს სურვილი პრემიერის და ჩემი მხრიდან. ორ დღეში უფრო კონკრეტულად მეცოდინება, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განუცხადა ანზორ ჩუბინიძემ "ინტერპრესნიუსს".