მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. "Brent"-ის მარკის ნავთობის ფასმა 2009 წლის დროინდელ მინიმუმს მიაღწია და ბარელზე, გუშინდელი საღამოს მონაცემებით, 2,60 %-ით დაიწია და 65 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება "wtI"-ის მარკის ნავთობს, მისი ფასი 2,90 %-ით ბარელზე 62 დოლარამდე დაეცა.