გიორგი ზედელაშვილი გადადგა (?)

გიორგი ზედელაშვილი გადადგა (?)

"პირველი რადიოსთვის" ცნობილი ხდება რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი საკუთრი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა. (შეგახსენებთ რომ მისი მოსალოდენილი გადადგომის შესახე "პირველი რადიო" რამოდენიმე დღის წინ წერდა). ზედელაშვილის გადადგომა გავრცელებული იფორმაციით კომპანია სერპანტინის სკანდალს ეხება. კომპანია სერპანტინის 51%-ის მფლობელი ზედელაშვილის დედა თამარ ჯანყარაშვილია - კოპანიამ რამოდენიმე ტენდერი გავრცელებული ინფორმაციით ნეპოტიზმის და შიდასახელისუფებო პრივილეგიის წყალობით მოიგო - კომპანიასთან და სხვა საეჭვო ტენდერებთან სხვადასხვა ფორმით შეხება ჰქონდათ ინფრასტრუქტურის მოქმედ მინისტრს შავლიაშვილს, შსს-ს გენსიპექცისი ყოფილ და ქართული ოცნების ახლა უკვე ყოფილ აღმასრულებელ მდივანს ზვიად ჯანყარაშვილს - ამის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიება ჩაატარა ინტერნეტ ტელევიზია FreshNews-მა და გაზეთმა "ქრონიკა +"- მა. გავრცელებული იფორმაციით ზედელაშვილის შსს-დან წასვლა, ჯანყარაშვილის პარტიული თანამდებობიდან გადადგომა, ძმები ჩხენკელების გადადგომა და სხვა სახელისუფელბო ცვილლებები სწორედ ტენდერების სკანდალს უკავშირდება, თუმცა ამს ოფიცილაურად არავინ ადასტურებს.

ზედელაშვილის გადადგომას წინ უძღვოდა სხვა ცვლილებები ჭიკაიძის უწყებაში - თანამდებობები დატოვეს გენისპექციის და სუს-ის უფროსებმა, რომელბიც ღარიბაშვილი-ჯანყარაშვილის გუნდის წევრები იყვნენ. ახალი ხელმძღვანელები ჰყავს იმერეთის და კახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოებს.

"პირველი რადიოს" ინფორმაციით ზედელაშვილი კრიზისების მართვის საბჭოში გადადის და ის შსს-ს რეფორმირებას უხელძღვაბნელებს.

"პირველი რადიო" ზედელაშვილის გადადგომის შესახებ შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა და მათგან პასუხის მიღების შემდეგ ინფორმაციას მოგაწვდით.