კარასინმა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების საკითხზე დასავლეთისა და თბილისის რეაქციას

კარასინმა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების საკითხზე დასავლეთისა და თბილისის რეაქციას "აბსოლუტურად გამოგონილი" უწოდა

მოსკოვი "აბსოლუტურად გამოგონილს" უწოდებს საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების გამო. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გროგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"აბსოლუტურად გამოგონილს ვუწოდებთ იმ ატეხილ ხმაურს, რომელიც თბილისსა და დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში ატეხეს აფხაზეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე. ამდენი წლის განმავლობაში, რაც გავიდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომენტიდან, დროა, ყველა მიეჩვიოს, რომ ჩვენი ქვეყნები თანდათანობით ამყარებენ სხვადასხვა მხრივ საერთაშორისო ურთიერთობებს. ეს პროცესი არავის უშლის და ბუნებრივია, არ მოითხოვს მესამე ქვეყნების მხარდაჭერას", - განაცხადა კარასინმა.