ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები საქილიკო არ არის

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები საქილიკო არ არის

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯოდმარის, გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები საქილიკო არ არის.

ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები გაიხსენა, რომლის შედეგად სამინისტროში სერიოზული პრობლემებიც შეიქმნა.

"ზედამხედველობის სამსახური თქვენი და თქვენნაირი მეგობარი რეფორმატორების განადგურებული და მომსპარია. ბევრი სხვა პროფესიაც აითვისეთ, მაგრამ გარემოს დამცველის არაფერი გცხიათ. ეს კანონი არ არის საქილიკო და უმძიმესი ფონია შექმნილი. დაახლოებით 56 ე.წ ლიცენზირებული ნაგავსაყრელი გვაქვს. სტიქიურად დაბინძურებული ზონაა, რასაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. ეს არის მთავარი ჩარჩო-კანონი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს შემდეგი ქმედებები", -განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე.