ხუდონჰესის აშენება ძალიან ბევრ სოციალურ საკითხს მოიცავს და შესაძლოა სახელმწიფო იყოს უფრო აქტიური

ხუდონჰესის აშენება ძალიან ბევრ სოციალურ საკითხს მოიცავს და შესაძლოა სახელმწიფო იყოს უფრო აქტიური

ხუდონჰესის აშენება ძალიან ბევრ სოციალურ საკითხს მოიცავს და აქედან გამომდინარე, ამ საკითხში შესაძლოა სახელმწიფო რაღაც ეტაპზე იყოს უფრო აქტიური , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. "იქიდან გამომდინარე, რომ თემა ბევრ სოციალურ საკითხს მოიცავს, შესაძლოა, რაღაც ეტაპზე სახელმწიფოს ჩართულობა იყოს უფრო აქტიური. თუმცა, საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიზნესის მართვით არ უნდა იყოს დაკავებული. შემდგომ ეტაპებზე შეიძლება მოხდეს კერძო ინვესტორის მოძიება. ახლა მიმდინარეობს არსებულ ინვესტორთან მოლაპარაკება და ეს საკითხი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.