სამგორის გამგებელი მამუკა ჩოქური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად "თბილისობაზე" ხელშეკრულება გააფორმა იმ ინდმეწარმესთან , რომელიც მისი მეუღლის მეგობარია.
როგორც ჩოქურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინდმეწარმეს ის მეუღლის დახმარებით დაუკავშირდა, რათა ღონისძიება ხარისხიანად ჩატარებულიყო შეღავათიან ფასებში. გამგებელი აცხადებს, რომ სიმართლეს არც ის ინფორმაცია შეესაბამება, რომლის მიხედვით, 24 ათასი ლარი "თბილისობის" დღესასწაულზე არამიზნობრივად დაიხარჯა.
სამგორის გამგებელი აცხადებს, რომ საკრებულოს სარევიზიო კომისიის გამგეობაში შესვლა მოითხოვა, რათა საზოგადოების ინტერესის შესაბამისად, გადამოწმდეს ის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა.
"თბილისობის" ხარჯებთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მთავარ პროკურატურას დოკუმენტები გაუგზავნა, რაზეც გამოძიება მითვისება-გაფლანგვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს.