ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი შიხიაშვილი დღეს ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ქვედანაყოფების მეთაურებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ვეტერანთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და სიტუაციური ანალიზის პრეზენტაცია გაიმართა. ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანებს კითხვარების შედეგად მიღებული ინფორმაცია გააცნო და კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად მათ მონაწილეობის მიღება თხოვა. გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები ჯადაცვის, დასაქმებისა და განათლების სფეროში. ასევე საზოგადოების მხრიდან ვეტერანის ღვაწლის აღიარება და სათანადო დაფასება განისაზღვრა ერთ-ერთ პრიორიტეტად. შეხვედრაზე საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანების დასახლების საკითხიც განიხილეს. სამსახურის ხელმძღვანელმა ვეტერანებისგან რეკომენდაციები და რჩვევები მიიღო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.