ლარი კიდევ დაახლოებით 3 პუნქტით გამყარდა

ლარი კიდევ დაახლოებით 3 პუნქტით გამყარდა

ლარი კიდევ დაახლოებით 3 პუნქტით გამყარდა. დოლართან მიმართებაში ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა.

ახალი კურსის მიხედვით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, 11 დეკემბრიდან 1 დოლარის შეძენა 1.89 ლარი ეღირება.

ეროვნული ბანკის მიერ 9 დეკემბერს, ბანკთაშორის ბაზარზე არსებული გარიგების შესაბამისად დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.92 ლარს შეადგენდა.