"პრემიერი მხოლოდ კითხვის რეჟიმში ახერხებს ეკონომიკაზე საუბარს და წარმოდგენა არ აქვს რა დგას რეალურად ტექსტებისა და ციფრების უკან"

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე უშინ პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ეკონომიკურ საკითხებზე გაკეთებულ განცახდებებს გამოეხმაურა და ხელისუფლების ორწლიანი მუშაობა შეაფასა

შარშან ეკონომიკური ზრდა იყო 3,2%, წელს ოქტომბერში დაეცა 3,5%. გუშინ მოვისმინეთ შედარებები, რომ თურმე ამერიკის, ევროპის, უკრაინის ეკონომიკა არ იზრდება. პრემიერს მინდა შევახსენო, რომ აშშ-ს ეკონომიკის ზომა არის 18 ტრილიონი დოლარი და ოდნავაც რომ გაიზარდოს მომავალ წელს იქნება მაინც 18 ტრილიონი დოლარი და ამის შედფარება არის უბრალოდ ნონსენსი და ამდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნდა ესმოდეს რომ არის უბრალოდ სასაცილოა. უკრაინასთან შედარება კიდევ უფრო სასაცილოა იმიტომ, რომ უკრაინაში ომია. თუ მაინცდამაინც შედარება უნდა მაგალითად შუძლია შეადაროს უზბეკეთს (7% ზრდა) ან ტაკიკეთს (6 % ზრდა). და შედარებები არის უფრო ადეკვატური ასეთი ტიპის განითარებად - ქვეყნებთან. ბოლო ორ წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა 25 თეთრით.დაახლოებით 15% ფასები იზრდება მუდმივად მედიკამენტებზე და სურსათზე. ანუ იმ პროდუქციაზე რომელიც ყველაზე მეტად სწირდებათ ჩვენ ყველაზე მეტად გაჭირვებულ მოსახლეობას. სახელმწიფო ვალი გაიზარდა მილარდ 700 მილიონი ლარით. 2014 წლის 10 თვეში ქვეყნის სავაჭრო ბალანსი გაუარესდა 600 მილიონი დოლარით. აგვისტო-ოქტომბერში ექსპორტი შემცირდა 8%-ით. 2013 წელს უცხოური დაფინანსება - ინვესტიციები და კრედიტები შემცირდა მილიარდი დოლარით, 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე ეროვბული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები შემცირებულია 242 მილიონი დოლარით. 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე მთავრობის დეპოზიტები შემცირებულია 544 მილიონი ლარით. 2013 -2014 წლების ბიუჯეტების გარღვევა ჯამში, ორ ქწელიწადში არის მილიარდ ნახევარი ლარი და საარსებო მინიმუმი ოქტომბერში უკვე არის დაახლოებით 161 ლარი, ანუ უკვე აღემატება იმ პენსიის ოდენობას, რომლის გაცემაც თქვენ აპირებთ მომავალი წლის სექტემბრიდან . ეს არის ორ წლიანი გაუაზრებელი პოლიტიკის ზალიან კონკრეტული შედეგები, ეს არის იმის შედეგი, რომ ივანიშვილის მიერ ხალხის თავზე დასმული პრემიერი მხოლოდ კითხვის რეჟიმში ახერხებს ეკონომიკაზე საუბარს და წარმოდგენა არ აქვს რა დგას რეალურად ტექსტებისა და ციფრების უკან, ჩვენ მიერ პარლამენტში შემოტანილია კონკრეტული რეზოლუციის პროექტი, რომელშიც არის გათვალისწინებული ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან. მაგრამ ამისთვის ჯერ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს",-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ