მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინას და მივიღეთ გამოწვევა...

მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინას და მივიღეთ გამოწვევა...

საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინის ხელისუფლებაში, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების დანიშვნას აპროტესტებს. განცხადებები დღეს პლენარულ სესიაზე გაკეთდა. მმართველი გუნდის წევრის გოგი ქავთარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, საპასუხოდ კი მიიღო გამოწვევა, მაღალ თანამდებობებზე ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნით, რომლებიც ამას არ იმსახურებენ. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გოგი ქავთარაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტის დეპუტატის იაცეკ ცარიუშ ვოლსკის განცხადებასაც, სადაც პოლონელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

„უხერხულობა შეიქმნა ამასთან დაკავშირებით, როდესაც იაცეკ სარიუშ ვოლსკი ამბობს, რომ მიხსთვის სააკაშვილი იყო, არის და იქნება საქართველოოს პრეზიდენტი. ჩვენ საკმაოდ მკაფიო მხარდაჭერა გმოვუცხადეთ უკრაინის ხალხს, საპასუხოდ მივიღეთ გამოწვევა, მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არ იმსახურებენ თანამდებობებს. მე მგონი, ერსაც აქვს თავმოყვარეობა“ , - განაცხადა ქავთარაძემ.