უკრაინელმა ადვოკატმა და საზოგადო მოღვაწემ ტატიანა მონტიანმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს კოლექტივისათვის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გეგმა დღემდე არ წარუდგენია.
როგორც მან აღნიშნა სააგენტოსათვის ექსკლუზიურად გაკეთებულ კომენტარში, ალექსანდრე კვიტაშვილი გეგმას ვერც ვერასდროს წარადგენს, რადგან იგი, უბრალოდ, აფთიაქის „ბარიგაა", სპეკულიანტია და საერთოდ, გაგებაში არ არის, თუ რა ხდება უკრაინის სამედიცინო მომსახურების სფეროში.
„ალექსანდრე კვიტაშვილს დღემდე არაფერი უთქვამს რეფორმების გეგმებზე, არავინ არაფერი არ იცის. პირადად მე ვთვლი, რომ იგი ვერაფერს მიაღწევს, არაფერი არ გამოუვა. მას არ აქვს უწყების რეფორმირების გეგმა და არც ექნება, რადგან საერთოდ ვერ ერკვევა, თუ რა ხდება ჩვენს მედიცინაში. იგი საქართველოში მუშაობდა და მის შესახებ თვალსაზრისები უკიდურესად წინააღმდეგობრივია. არ ვიცი, რა სქემებით მუშაობდა იგი თბილისში, მაგრამ როგორც მითხრეს, ალექსანდრე კვიტაშვილი, უბრალოდ, აფთიაქის „ბარიგაა" და სამედიცინო განათლებაც კი არ ჰქონია", - განაცხადა ტატიანა მონტიანმა.
გარდა ამისა, იურისტმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ექიმები ახალი მინისტრის დანიშვნის გამო შოკში ჩავარდნენ: „მე ექიმების მოსაზრებებს ვკითხულობ. ისინი დაშოკილები არიან... ალექსანდრე კვიტაშვილს ხომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ მუშაობს უკრაინის სამედიცინო სფერო! აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრი ტენდერებზე დაჯდება და [ფულს] გაუნაწილებს იმათ, ვინ იგი თანამდებობაზე დანიშნა".
http://www.unn.com.ua/ru/exclusive/1415591-o-kvitashvili-ye-aptechnim-barigoyu-yakiy-ne-maye-zhodnikh-planiv-schodo-reformuvannya-moz-t-montyan